ინვენტარიზაცია

ინვენტარიზაცია წარმოადგენს ბუღალტრული აღრიცხვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება ბუღალტრული ნაშთების ფაქტობრივი მდგომარეობის დადგენა.

ბუღალტერია ზუსტი მეცნიერებაა და იგი ზუსტად უნდა ასახავდეს კომპანიის სამეურნეო საქმიანობას. ამის მიუხედავად, ზოგჯერ ხდება, რომ სააღრიცხვო მონაცემები განსხვავდება ფაქტობრივი მდგომარეობისგან. ასეთი უზუსტობების აღმოჩენა კი მხოლოდ ინვენტარიზაციის მეშვეობითაა შესაძლებელი.

 

“ფინანსური გადაწყვეტილებების ჯგუფი” გთავაზობთ სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციას. ინვენტარიზაცია შედგება რამოდენიმე ეტაპისაგან:

  • საინვენტარიზაციო კომისიის შექმნა, რომლის შემადგენლობაშიც იქნებიან FSG თანამშრომლები;
  • პირველადი საბუთებისა და დოკუმენტების შესწავლა, რომელთაც წარმოადგენს დამკვეთი;
  • სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების  სიის შედგენა, დამკვეთის მიერი მოწოდებული დოკუმენტების მიხედვით;
  • ნივთების მარკირება, ნომრების ან შტრიკოდების მინიჭება.

 

რა შემთხვევაშია საჭირო ინვენტარიზაცია:

  • წლიური ბუღალტრული ნაშთების დასასმელად;
  • ქონების ფაქტიური რაოდენობის განსაზღვრისთვის;
  • კომპანიის ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შემთხვევაში;
  • ძირითადი საშუალების გადაფასების დროს;
  • დანაკლისისა და დანაკარგის გამოსავლენად.

 

ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ გვერდს: იურიდიული მომსახურება >>

ჩვენი კლიენტები

Sandy Web Development

ALL RIGHTS RESERVED